''ორი მხარე'' - ასე ჰქვია ქართველი და ლიტველი ხელოვანების გამოფენას, რომელიც დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნა. გამოფენის ავტორები თამარ ბოჭორიშვილი და რაიმონდა სერეკეიტე არიან. აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროექტის განხორციელებამდე, ორი ახალგაზრდა ქალი ერთმანეთს არ იცნობდა. მათი იდეები თანამედროვე ხელოვნების სივრცის თავისუფალი პროექტების ფარგლებში განხორციელდა. გამოფენა დღეს გაიხსნა და 4 ივნისამდე გაგრძელდება.