ქობულეთში სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის ეზოში განვითარებული მეწყრის გამო სასწავლო პროცესი უსაფრთხოებიდან გამომდინარე დროებით შეჩერებულია. სწავლა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში გაგრძელდება.
ქობულეთის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რამდენიმე კვირის წინ ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი განვითარდა სკოლის ეზოში.
ჩამოიშალა ეზოს ნაწილი, ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და დადგინდა, რომ შესაძლოა მეწყრული პროცესი არ შეჩერდეს და ამიტომ სასწავლო პროცესი დროებით ალტერნატიულ სკოლაში, მეორე ცვლაში გაგრძელდება.
სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში 67-მოსწავლე სწავლობს.