სწავლება „კავკასიის არწივი 2022“-ის ფარგლებში ქართველმა, თურქმა და აზერბაიჯანელმა სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „საჩვენებელ სწავლებაში სპეცდანიშნულების ჯგუფებმა სამხედრო თავისუფალი ვარდნა, ჰაერიდან მომარაგება, ჯავშანტექნიკით ობიექტზე შეტევის, შენობის დაკავებისა და სტატიკური პარაშუტით დაშვების ელემენტები განახორციელეს.
სწავლების მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ძალების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.