ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში მყოფს მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მათ მედიკოსების დახმარება დასჭირდათ.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილ მამაკაცს - მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.