სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი მამუკა ჯევაში გამოკითხა. საქმე ეხება მათი ყოფილი თანაპ არტიელის ბრალდებას შანტაჟის და პერსონალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის შესახებ საკითხს.
ენმ-ის წევრები ამბობენ, რომ მათ ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, თუმცა საგამოძიებო სამსახურს არ წარუდგენია მათთვის შესაბამისი დოკუმენტაცია და არ განუმარტავთ რა საკითხზე იმყოფებოდნენ უწყებაში. რაც შეეხება თავდგირიძის ბრალდებებს, ისინი ირწმუნებიან, რომ აბსურდია თავდგირიძის განცხადება და მსგავს შემთვევას ადგილი არ ჰქონია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რუსული მეთოდებით ებრძვიან.
ხელვაჩაურის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე თანაპარტიელებს შანტაჟსა და პერსონალური ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემაში ადანაშაულებს. მალხაზ თავდგირიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს მიმართა და მის ხელთ არსებული მასალები გადასცა. ასევე თავდგირიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებს პარტიას და ფრაქციის თავმჯდომარებას , საკრებულოში კი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. საგამოძიებო უწყებამ გამოძიება მიმართვის საფუძველზე გამოძიება დღესვე დაიწყო.