პირი, რომელმაც ქუთაისის მერიის შენობიდან ტელევიზიების ტექნიკა მოიპარა დაკავებულია

18 ოქტომბერი 2022, 15:43 798 ნახვა

პირი, რომელმაც ქუთაისის მერიის შენობიდან ტელევიზიების ტექნიკა მოიპარა დაკავებულია. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

მერიაში განთავსებული მედიაცენტრიდან ,,ტვ პირველის’’ კამერა და ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტის პერსონალური კომპიუტერი მოიპარეს.

უცნობი პირი მერიის შენობის პირველ სართულზე ფანჯრიდან შევიდა. შენობას 24 საათის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს. მედიის ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად,  მოპარული ტექნიკა სრულად ამოღებულია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში