''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი რეზო ხარაზი ავარიული სახლების პროგრამაში არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი უნდობლობას უცხადებს სათათბირო საბჭოს შემადგენლობას და ვარაუდობს, რომ ადგილი ექნება კორუფციას, ვინაიდან კომისიის წევრები მისივე თქმით, საჯარო მოხელეები არიან და მიკერძოებულები იქნებიან.
რეზო ხარაზი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაჩქარებული წესით მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს ის დოკუმენტი, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს, რაც გულისხმობს 2027 წლამდე სამშენებლო ნებართვების გაცემას.