ქუთაისში, მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრი გაქურდეს

18 ოქტომბერი 2022, 10:24 840 ნახვა

ქუთაისის მერიაში განთავსებული მედიაცენტრიდან ტექნიკა მოიპარეს. ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე წერს, რომ წაღებულია მისი სამუშაო კომპიუტერი და ტელეკომპანია "პირველის" ვიდეო კამერა. მისივე ინფორმაციით, უცნობი პირი შენობაში ფანჯრიდან შევიდა. ქუთაისის მერიის შენობას 24 საათიანი სახელმწიფო დაცვა იცავს.

მედიაცენტრი სახელმწიფო უწყების პირველ სართულზეა განთავსებული. "კამერებში ჩანს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი კაცი ფანჯრიდან ოთახში შედის 07:15 საათზე’’- წერს ,,მთავარი არხის’’ ჟურნალისტი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში