მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე „ გრინსერვისის“ ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გამოიკითხა

17 ოქტომბერი 2022, 17:48 794 ნახვა

ვაკის პარკში შადრევნის მშენებლობის შემსრულებელი კომპანია „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე აცხადებს, რომ შადრევანში განთავსებული ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო როგორც დაინსტალირების  დროს, ისე შემდეგაც. ფურცხვანიძის თქმით ადგილზე  ერთიანი გამანაწილებელი სისტემა იყო, რომლის ანალოგი რიყეზე იტალიურ კომპანიას მანამდე ჰქონდა დამონტაჟებული და დღესაც გამართულად მუშაობს. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ღმერთისგან სიცოცხლის ბოლომდე აქვს დაკისრებული და სხვა პასუხისმგებლობა არ აინტერესებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში