ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ნოდარ დუმბაძე შეცვლის

17 ოქტომბერი 2022, 17:47 838 ნახვა

ბათუმის  საკრებულოში  ფრაქციის ,, ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის ‘’ თავმჯდომარის პოსტი ლაშა კილაბერიამ დატოვა. როგორც მასთან გავარკვიეთ, ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და საკრებულოს  წევრად რჩება. საზღვარგარეთ ლაშა კილაბერიას წასვლას გვიდასტურებენ  ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’. აღნიშნეს, რომ  პარტიაში არანაირი  განხეთქილება არ არსებობს. ცნობილია,  ისიც რომ ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ფრაქციის თავმჯდომარის  პოსტზე ნოდარ დუმბაძე შეცვლის.  პროცედურულად ლაშა კილაბერიას აქვს უფლება, საკრებულოს წევრი იყოს 6 თვის განმავლობაში, თუმცა თუკი  კილაბერია სხდომებს არ დასწრება, კანონმდებლობის შესაბამისად მას უფლებამოსილება შეუწყდება.  ამ დროისთვის   საკრებულოში   ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’’ 14 წევრია ჰყავს.  მმართველ გუნდში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობენ. ტიტე აროშიძის თქმით, დაპირისპირების პროცესი პარტიაში დიდი ხანია არსებობს.იგი ვარაუდობს, რომ კილაბერია საბოლოოდ პარტიას დატოვებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში