დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

17 ოქტომბერი 2022, 15:48 439 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განახორციელა. ასევე რამდენჯერმე მასზე იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და შეინახა, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი მოპყრობა), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა(ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა(ორი ეპიზოდი)), 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) და 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში