ვის წარუდგენს ოპოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატად პარლამენტს, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. მინიმუმ 7 კანდიდატი მმართველი გუნდის ოპონენტებმა 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ.
ომბუდსმენის არჩევის პროცესს კვლავ უნდობლობას უცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი".
ოპოზიციის მიერ შერჩეული კანდიდატების დასახელებას ელის მმართველი გუნდი. ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატები იმ 19 ადამიანიდან უნდა შეარჩიოს, რომლებიც ცხრაკაციანმა კომისიამ უკვე შეაფასა.
ქულების მიხედვით საუკეთესო ხუთეულში მოხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.
ომბუდსმენის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.