ოკუპირებულ ხერსონში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი მოკლეს

16 ოქტომბერი 2022, 17:30 695 ნახვა
00:00
00:00

ოკუპირებულ ხერსონში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დირიჟორი კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო საკუთარ სახლში მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ უკრაინის კულტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დირიჟორმა იური კერპატენკომ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ მშვიდობიანი ცხოვრების გაუმჯობესების დემონსტრირებისკენ იყო მიმართული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში