ვაკის პარკის ტრაგედია- გამოკითხვა გრძელდება

14 ოქტომბერი 2022, 18:11 521 ნახვა

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება მისი უფლებადამცველი. ტარიელ კიკნაძე აცხადებს, რომ საკმარისი მტკიცბულებები ბრალის წარდგენისთვის არ არის. ადვოკატის თქმით, ლაშა ფურცხვანიძე ყველაფერზე ისაუბრებს მხოლოდ მაშინ, როცა საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში