ქუთაისში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა

14 ოქტომბერი 2022, 15:31 1863 ნახვა

ქუთაისში ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში გადავიდა, შემთხვევით მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა. მათივე განცხადებით, ტერიტორია დაცულია, ჭიშკარს ბოქლომი ადევს, თუმცა ახალგაზრდები საკეტს ხშირად აზიანებენ და ტერიტორიზე გადადიან.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დამხმარების ბრიგადა, რომელმაც დაშვებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. 

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში