არა სიკვდილით სავსე ქალაქს - თბილისში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო აქციები დაიწყო. ორგანიზატორები ქალაქის მერის კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ. ერთი აქცია 5 საათზე თბილისის მერიასთან დაიწყო, მეორე კი 8 საათზე პარლამენტთან დაანონსდა.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კალაძე მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მცხოვრებელთა სიცოცხლეს , ამიტომ უნდა წავიდეს!