საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

12 ოქტომბერი 2022, 23:48 1036 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდში მე-2 გამარჯვება იზეიმა.

ჩვენი ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა და 2:6 დაამარცხა. ჰეთ-თრიკი ფერნანდომ შეასრულა, თითო გოლი კი ვილან ლოურენსომა, ირაკლი თოდუამ და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 3 ქულით ბელგიის ნაკრებია, ხოლო მესამე ადგილს 0 ქულით ავსტრიის ნაკრები იკავებს. 

მომდევნო მატჩს ასათიანის გუნდი 9 ნოემბერს ისევ ავსტრიასთან გამართავს, თუმცა ამჯერად საკუთარ კედლებში.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში