საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს - ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებზე

12 ოქტომბერი 2022, 16:47 566 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთის სპეცსამსახურების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აღნიშნულ საკითხთან შემხებლობა არ აქვს.

"საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს, და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის  განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას.

მათივე განცხადებით, დადგენილია  აფეთქების მომზადებაში მონაწილე  12 ადამიანის ვინაობა და სატვირთო ავტომობილის ზუსტი მარშრუტიც.

უწყების ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესიდან  ბულგარეთში გაიგზავნა, ბულგარეთიდან იგი ფოთში გადაიტანეს, შემდგომ კი სომხეთში. ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში