ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა

11 ოქტომბერი 2022, 14:46 788 ნახვა

ქობულეთში უხვი ნალექის  შედეგად დაზარალებული მოსახლეობისგან  სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 15-შეტყობინება შევიდა. რამდენიმე სასოფლო გზაზე და  საკარმიდამო ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა.

ასევე სოფელ კვირიკეში რამდენიმე აბონენტს დილიდან არ მიეწოდება ელექტროენერგია. ზოგ ადგილში დაზიანებულია წყლის და ბუნებრივი აირის მილები. ასევე ძლიერმა ქარმა სოფელ გვარაში სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი.

ქობულეთის მერის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ყველა შემთხვევას  მერიის შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილზე სწავლობენ.

სოფლის გზების გაწმენდის პროცესში აჭარის საგზაო დეპარტამენტის  და ქობულეთის მერიის ბალანსზე არსებული ტექნიკა ჩართულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი