„ეს განურჩეველი დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე არის სამხედრო დანაშაული“, – წერს შარლ მიშელი "ტვიტერზე"
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთის იერიშები უკრაინის ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს.
შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე იქნება განხილული