მთავარობასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 62 ოჯახი კვლავ გაურკვევლობაშია. მათი თქმით, მოლაპარაკება ვერ შედგა. შეხვედრის განსხვავებულ შედეგზე საუბრობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თუმცა ფაქტია, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. დღეს, ადგილობრივებისგან 10 კაციანი კომისია შეიქმნა. ისინი მთავრობის წევრებს ხვალ კიდევ ერთხელ შეხვდებიან.