ჩაკეტე საზღვარი- ამ ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან. აქციის მონაწილეები ითხოვენ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეს შეზღუდვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეების ჩვენს ქვეყანაში შემოსვლით გარკვეულ რისკებს ხედავენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.