ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი

07 ოქტომბერი 2022, 12:03 668 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის თანათავმჯდომარეობით პრაღაში მაღალი დონის თემატური დისკუსია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი  ესტონელ კოლეგასთან ერთად გაუძღვა დისკუსიას, სახელწოდებით  მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული.

აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, რომლებზეც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ.

დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის,  ლიეტუვის, რუმინეთის, ხორვატიის და მონტენეგროს პრეზიდენტები, ასევე ლუქსემბურგის პრემიერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში