საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის. იარაღებზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
“თბილისში ყოფნისას, ჯენკინსი ძირითად ისაუბრებს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის კონფერენციაზე კოვიდ-19-დან მიღებული გაკვეთილების შესახებ. ასევე დაესწრება ორმხრივ შეხვედრებს”, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.