გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტში

04 ოქტომბერი 2022, 10:52 660 ნახვა

შუახევში, ჩანჩხალოს საავტომობილო გზის სამ კილომეტრნახევრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული მნიშვნელობის გზაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ასფალტობეტონის საფარი დაიგება.

ასევე მოეწყობა ბეტონის საყრდენი კედლები, გაბიონი, ზღუდარები და რკინა ბეტონის კიუვეტები. აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი