,,ენმ“ ხელვაჩაურის საკრებულოს წევრების განცხადება

04 ოქტომბერი 2022, 14:01 911 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მამუკა ჯევაიშვილის ინფორმაციით, შ.პ.ს. „ელდი.გრუპს“, რომლის 100 %-იანი მეწილე  დეპუტატი ლევან დოლიძეა მილიონ 135 ათასი ლარის ტენდერი აქვს აღებული, მათ შორისაა ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ოპოზიციის განცხადებით, კომპანიას ფორმალური ხელმძღვანელი  ჰყავს და კორუფციული გარიგებების ეჭვს  ის გარემოებაც ამყარებს, რომ შ.პ.ს. ქართული ოცნების შემომწირველია. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2021 წელს შეწირული თანხის  რაოდენობა 5 000 ლარია. 

ბრალდებებს უარყოფს  ქართული ოცნების დეპუტატი და ოპოზიციას მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ლევან დოლიძის  განცხადებით, შ.პ.ს. „ელდე.გრუპი“, 2015 წელს დაარსა, 2017 წელს ის გაასხვისა და დღემდე  არ ფლობს ინფორმაციას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში