ფეხბურთელების მიმართ სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

02 ოქტომბერი 2022, 17:54 575 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს, სავარაუდოდ, რომლის ავტორიც, წარსულში ნასამართლევი ნოდარ ნიშნიანიძე, ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი