საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია

02 ოქტომბერი 2022, 14:30 607 ნახვა

„საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები.  

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი