პრემიერი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

01 ოქტომბერი 2022, 17:49 464 ნახვა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის შეხვედრის განსახილველი საკითხები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო-ევროპულ ღირებულებებზეა დამყარებული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ საფრანგეთის სახით ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი