კურორტი განახლების მოლოდინში

18 იანვარი 2017, 00:00 2417 ნახვა

სააქციო საზოგადოება “გომარდულის” წევრებს შესაძლოა მიწის გადასახადი  მოეხსნათ.  უმაღლესი საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატის და ერთ-ერთი აქციონერის ხვიჩა შარაშიძის განცხადებით, საკითხთან  დაკავშირებით აქციონერებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. მისივე ინფორმაციით, ყადაღის მოხსნასთან ერთად დაგეგმილია ზამთრის კურორტზე სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საბაგირო გზის მოწყობა და კურორტთან მისასვლელი გზის მოასფალტება, რის შემდეგაც კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს. კურორტი „გომარდული“  ხუთი წლის წინ გაიხსნა და მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო ვიზიტორების მიღება.  გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 000 ლარის გადახდა დააკისრა. თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 600 ათას ლარადაა დაყადაღებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი