შუალედური არჩევნები სენაკში

01 ოქტომბერი 2022, 12:02 771 ნახვა

4 საათზე მეტია სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სენაკის მოსახლეობამ სამ საარჩევნო უბანზე ერთი მაჟორიტარი უნდა აირჩიოს. სულ 2 კანდიდატი მონაწილეობს.

სენაკის საკრებულოში არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ვახტანგ წურწუმიამ მანდატი ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დატოვა. მას შემდეგ საკრებულოში 16-16 დეპუტატი დარჩა.

ბოიკოტის რეჟიმში იყო მმართველი გუნდი და 6 თვის განმავლობაში საკრებულო არ შეკრებილა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში