ქობულეთის საკრებულოს სხდომა

30 სექტემბერი 2022, 14:21 1138 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომლის მიხედვითაც ხარჯვით ნაწილში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21-მილიონ 795-ათასი ლარი  გაიხარჯა, რაც საანგარიშო პერიოდისათვის დაგეგმილი გადასახდელების 85% შეადგენს.

შემოსავლების ნაწილში კი  ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებამ 14-მილიონ 670-ათასზე ლარზე მეტი შეადგინა.

სხდომაზე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა კომახიძემ  გვარა-კვირიკეს საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი გააკრიტიკა და აღნიშნა  კომპანიამ ბაღის სამშენებლო პროცესი არ დაასრულა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონ, 4 ათას ლარზე მეტი თანხა არამიზნობრივადაა გახარჯული. პრეტენზიებს  საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ უპასუხა.  

ნათია თხილაიშვილმა  აღნიშნა, რომ თანხა ჯერ კომპანიას არ აუღია, რადგან სამუშაოები არ შესრულებულა, შპს "ბილდ მენეჯმენტს’’ ხელშეკრულების მიხედვით ბაღის მშენებლობისთვის ვადა კიდევ ერთი თვე აქვს.  

სატენდერო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი