იანვრიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება - პრემიერი

30 სექტემბერი 2022, 14:32 466 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20 პროცენტით გაიზრდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით იზრდება.

"მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით. მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში 10 პროცენტით გავზარდეთ ხელფასები ყველა საჯარო მოხელისთვის, 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც.

ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება, რამდენიმე თვეში გავხსნით და 1 000-ზე მეტ ჯარისკაცს გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. ახლა, რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ამ ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში