ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ახალი საჯარო სკოლა აშენდება. 1400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლის 3 სართულიან შენობაში საკლასო ოთახების გარდა განთავსდება ბიბლიოთეკა და სასპორტო და სააქტო დარბაზები; მოეწყობა ღია მოედანიც.
სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლის მშენებლობისთვის აჭარის განათლების სამინისტრო 7 000 000 მილიონამდე ლარს დახარჯავს