დღეიდან საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების სოციალური პროგრამა დაიწყო. ეროვნული ბანკის გათვლებით, დაახლოებით, 27 ათასი ადამიანი შეძლებს 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციას.კომერციული ბანკები 5 დღის განმავლობაში დაუკავშირდებიან იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ამ აქციას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს. ექსპერტთა, მმართველ გუნდისა და უმცირესობის შეფასებები არაერთგვაროვანია.