აჭარის მთავრობის სხდომა

29 სექტემბერი 2022, 14:46 773 ნახვა

2023 წელს ბათუმი მსოფლიო ტურისტული  ჯილდოს ცერემონიას უმასპინძლებს.  ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ცერემონიაზე წელს ბათუმი და ასევე ზღვისპირა პარკი სხვადასხვა ნომინაციაში წარადგინეს და ორ დღეში გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა  ქალაქი  პრესტიჟულ ჯილდოს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განცხადებები ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც გააკეთა.

წელს მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს 4 ახალაშენებული  და 28 რეაბილიტირებული სკოლით შეხვდნენ.

რაც შეეხება ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის მიმდინარეობას, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა,  სამ მისამართზე მშენებლობა გრძელდება.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობა, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

უახლოეს მომავალში იგეგმება ასევე ბათუმის ავტოპარკის განახლებაც. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქალაქს 65 ავტობუსი შეემატება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში