29 კილომეტრიანი ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი დაიხარჯება. პროექტი მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, სადრენაჟე სისტემების გამართვასა და საგზაო მოძრაობისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას.ყველაზე მნიშვნელოვანი-პროექტის განხორციელების შედეგად აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება, მგზავრებს კი საშუალება ექნებათ გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ხელშეკრულებას ხელი საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის დღეს მოეწერა.