მიმდინარე წელს, პოლიტიკურმა პარტიების 3 თვის შემოწირულობა 428 ათას 476 ლარია. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა პოლიტიკურ ცენტრ “გირჩზე” მოდის. მას 168 ათას 58 ლარი აქვს მიღებული. მეორე ადგილზე 143 ათას 283 ლარით ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსია”, მესამეზე კი 45 ათას 70 ლარით ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”. 30 ათას 97 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 20 ათას 560 ლარი კი ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”.