ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი „საიდანაც მზე მოდიოდა“ დაიდგა.
სპექტაკლი აფხაზეთიდან დევნილ წყვილის სიყვარულისა და ცხოვრების ისტორიას შეეხება.
დევნილობაში შექმნილ ოჯახს კიდევ ერთი, აგვისტოს ომის გადატანა მოუწია, სადაც მათი შვილი იბრძოდა. საბოლოოდ კი ამბავი ბოროტებასა და ომზე სიყვარულის გამარჯვებით სრულდება.