პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, "მოქალაქეების", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები 2 საათის განმავლობაში სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატთა შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ეცნობოდნენ.
შეთანხმება მიღწეულია, დეპუტატების უმრავლესობას 9 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ.
ახლა მთავარი აქცენტი კეთდება იმ კანდიდატებზე რომლებმაც სახალხო დამცველის პოზიციაზე, საკუთარი თავი წარადგინეს.