საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მაროს ზილინკას შეხვდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა სლოვაკელ კოლეგას საქართველოს პროკურატურის სისტემის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და უწყების საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
სლოვაკეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მაროს ზილინკა საქართველოში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.