სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 სექტემბერი 2022, 09:48 452 ნახვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი