პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია

26 სექტემბერი 2022, 11:14 607 ნახვა

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრას საქართველოს პროკურატურა ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობს.

თბილისში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება სესიები და ვორქშოფები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია, უცხო სახელმწიფოში არსებული ელექტრონული მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით და სხვა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში