მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენლობაზე ბიუროზე იმსჯელებენ

17 იანვარი 2017, 00:00 1830 ნახვა

ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი  დეპუტატების სამი წარმომადგენლობა იმუშავებს. ბიუროები საარჩევნო ოლქების მიხედვით გადანაწილდება. თითო წარმომადგენლობა ეყოლება ქობულეთსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, მიუხევად იმისა,  რომ შუახევს, ქედასა და ხულოს ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს უმაღლეს საბჭოში, წარმომადგენლობა  ხვიჩა შარაშიძეს სამივე რაიონში ექნება. ბიუროების  განსაზღვარზე დღეს დეპუტატები ბიუროზე იმსჯელებენ, რომელიც უკვე მიმდინარეობს. დღესვე ბიუროს წევრები უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მოწმობისა და  სამკერდე ნიშნის ნიმუშებს შეიმუშავებენ. 

ამავე კატეგორიაში