უთანხმოების ახალი საბაბი ოპოზიციაში

25 სექტემბერი 2022, 14:20 578 ნახვა

ქართულ პოლიტიკაში უთანხმოების ახალი საბაბი გაჩნდა, ამჯერად ოპოზიციურ ფლანგზე. დავით კეზერაშვილი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც ოპოზიციურ ფლანგს აძლიერებს, თუ ოლიგარქი და მიუღებელი ფიგურა - ხელისუფლების ოპონენტებს საკითხზე სხვადასხვაგვარი პოზიციები აქვთ.

"დროას" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ხანია კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მნიშვნელოვან პარტნიორად მიაჩნია. ხოშტარია აკრიტიკებს ნიკა მელიას, რომელმაც, თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილი გააკრიტიკა და ის ოლიგარქად მოიხსენია.

ერთგვარი დამოკიდებულება საკითხთან დაკავშირებით არც „ნაციონალურ მოძრაობაშია“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რომელიც არსებობდა დავით კეზერაშვილთან - დასრულებულია და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევაა.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ კეზერაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ღიად გააკრიტიკა, მას ოლიგარქი უწოდა და განმარტა, რომ კეზერაშვილის ფიგურა ოპოზიციურ ფლანგს საკმაოდ აზიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში