რუსული ძალები აგრძელებენ იერიშებს უკრაინის ქალაქებზე. ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაიღუპა 1 დაშავდა 7 ადამიანი.
გასული დღე ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეში მტერმა 72 ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურა. დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დონეცკის ოლქში დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.
ოკუპანტმა იერიში მიიტანა ნიკოპოლის ოლქზეც, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გარდა ამისა დასრულდა იზიუმში მასობრივ სამარხზე აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია. იდენტიფიცირებულია 5 ბავშვის ცხედარი, 11 ცხედრის შემთხვევაში კი სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.