„ოპერის ოქროს ხმა“ 

24 სექტემბერი 2022, 14:17 1096 ნახვა

„ოპერის ოქროს ხმა“ - ბათუმი ვოკალისტთა პირველ საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. კონკურსში  30 ქვეყნის 80-მდე ოპერის მომღერალი მონაწილეობს, საუკეთესოს კი საერთაშორისო  ჟიური  30 სექტემბერს გამოავლენს.

კონკურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს განვითარდნენ პროფესიულად და საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინონ.

ღონისძიება საზეიმოდ დღეს 20 საათზე  ბათუმის „საზაფხულო თეატრში“ გაიხსნება.   საპრიზო  ფონდი 15  ათას ევროს შეადგენს.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოს გარდა ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ოპერის ოქროს ხმა“ ქართველმა სოპრანო თამარ  ივერმა  წელს დააფუძნა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში