ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

23 სექტემბერი 2022, 11:26 888 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისში, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის ახლადრეაბილიტირებული ფალიშვილის ქუჩა.

მიმდებარე ტერიტორიაზე დატბორილია სავაჭრო ობიექტები. წყალი შევიდა მაღაზიებშიც, დასველდა პროდუქტი. დატბორილია წითელ ხიდთან, ავტობუსების გაჩერების, მიმდებარე ტერიტორია და ტროტუარი.

მოსახლეობა ამბობს, რომ წვიმის გამო ტერიტორიზე გადაგილება შეუძლებელია. ქუჩა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან იწყება და წითელისა და რუსთაველის ხიდთან სრულდება.

ქუჩის ასფალტისა და შენობების ფასადების მოწესრიგება 10 სექტემბერს დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 5 მილიონ ლარი დაიხარჯა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში