ადვოკატის ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია ნაცემია

22 სექტემბერი 2022, 20:38 1011 ნახვა

ბანკზე თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას უფლებადამცველი სოციალურ ქსელში ნარსიას ფოტოს აქვეყნებს.

ადვოკატი წერს რომ, ბრალდებული სამართალდამცველების მიერ არის ნაცემი. ფოტო სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას არის გადაღებული.

სხდომაზე ნარსია დისტანციურად ერთვებოდა. თავად ნარსია ჩვენებაში წერს, რომ მან დაზიანებები დაკავებისას მიიღო, თუმცა სამართალდამცველებთან პრეტენზია არ აქვს.

ნარსიას ჩვენებას ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ. ამბობენ რომ დაკავებულს პირველადი  ჩვენება არ გადაუკითხავს და გამოკითხვისას მას არც ადვოკატი ყავდა. ის, რომ დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებოდა მეორე დღეა საუბრობენ უფლებადამცველები.

ბრალდებაზე შსს-ში ამბობენ რომ  აღნიშნულ საკითხზე ნარსიამ დეტალურად ისაუბრა.

მოსამართლის თქმით, ფაქტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში