საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ერაყის თავდაცვის მინისტრს უმასპინძლეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
საუბარი შეეხო სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით შესაძლებლობის განხილვისა და პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე.
ვიზიტის ფარგლებში ერაყის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.